top of page
Writer's pictureTekla Iordanishvili

Letique Cosmetics -ის არომატული და ჯადოსნური ტანის სკრაბი

Updated: Dec 11, 2019


მიყვარს თავის მოვლა. ვის არ უყვარს?!

კარგი და ხარისხიანი პროდუქტისა და პროცედურის დატესტვა - ჩემი სისუსტეა.

ამჯერად, მინდა გიამბოთ 100%-ით ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებულ ტანის შოკოლადისა და ნუშის სკრაბზე, რომელიც ჩემი სუპერ აღმოჩენა გახდა.

რადგან სულ ვვარჯიშობ, ეს მე ხელს მიწყობს, რომ კანის ელასტიური სტრუქტურა შევინარჩუნო. თუმცა, როცა რუჯი ზაფხულიდან - ზაფხულამდე მაქვს, შესაბამისად, კანის განსაკუთრებული მოვლა მჭირდება. ამ სიტუაციიდან გამოსავალი სხეულის ყოველდღიური დატენიანება და კვირაში 2-ჯერ ხარისხიანი სკრაბის გამოყენებაა.

Letique Cosmetics - ის შოკოლადისა და ნუშის ტანის სკრაბმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა, სხეული კიდევ მეტად დამირბილა და 24 საათის მანძილზე სრულიად დამიტენიანა.


პროდუქტი შედგება, კაკაოს, კაკლისა და ნუშის ზეთებისგან, მასში ჭარბად არის ვიტამინი E, ეს ვიტამინის თავის მხრივ, კანს საგრძნობლად ჭიმავს და ხშირად სტრიების საწინააღმდეგოდ ბრძოლის არაჩვეულებრივი მიგნებაა. ის მზისგან გამომშრალ სტრუქტურას სრულად აღადგენს და შიგნიდან კვებავს.

პროდუქტი ნოტიო სხეულზე ძალიან მარტივად ზედმეტი ჭიდაობის გარეშე ნაწილდება. მისი ჩამობანის შედეგად კი კანი მკვდარი უჯრედებისგან თავისუფლდება, ხდება ძალიან ელასტიური და გლუვი. ჩემთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის, რომ თავის მოვლის აღნიშნული საშუალება 100 % -ით ბიო პროდუქტია და მისი ზღაპრული ეფექტიც პირველი წასმიდანვე იგრძნობა.

ყველას ვურჩევ, ძალიან მომეწონა და თუ სხეულის ღრმა დატენიანება გსურთ, აუცილებლად შეიძინეთ!







163 views2 comments

Recent Posts

See All

2件のコメント


Tekla Iordanishvili
Tekla Iordanishvili
2020年1月10日

https://instagram.com/letique.cosmetics.georgia?igshid=w8gmetspbze1 ეს გვერდია, თათ♥️ ონლაინ იწერ და ადგილზე მოტანის სერვისია 24 საათში. მსგავსი ხარისხი, ძალიან დიდი ხანია არ შემხვედრია💫

いいね!

Tata Morchiladze
Tata Morchiladze
2020年1月10日

სად შევიძინოთ? მიგვასწავლე ბარემ :)) <3

いいね!
bottom of page